თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის უფლებების ცენტრში, საჯარო ლექცია „ბავშვის უფლებები და ბავშვთა დაცვა ფინეთში“ გაიმართა.
ლექცია ფინეთის იავასულას უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოანა კილიმ წაიკითხა. პროფესორი ჰილი წლების განმავლობაში ფინეთის ომბუდსმენის ოფისის ბავშვთა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. მას ბავშვობის გამოცდილების, ბავშვთა დაცვის კვლევებისა და ბავშვებთან დაკავშირებულ პროცესებში მათი მონაწილეობის მხარდამჭერი პროცესების შესახებ ღრმა ცოდნა აქვს. ის წლებია „გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტიზის“ მიდგომით მუშაობს ბავშვებთან და ოჯახებთან.
ბუნებრივია, ფინეთი, როგორც უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მქონე კეთილდღეობის პოლიტიკისა და მომსახურებების მიმწოდებელი ქვეყანა საუკეთესო პრაქტიკის ბევრი მაგალითით გვაკვირვებს, თუმცა პროფესორმა კილიმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რამაც ბევრ საკითხზე ჩააფიქრა მსმენელი.
შეხვედრა ვიცე-რექტორმა, ნინო გვენეტაძემ გახსნა. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ომბუდსმენის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სოხაძემ, რომლის მიმართ ასევე დიდი ინტერესი იყო დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან.
ცენტრი საჯარო ლექციების ციკლს გააგრძელებს. ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე chrc@tsu.ge.